LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანასტასია ბენდუქიძე გონჩაროვა ამბობს, რომ სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილად და მემკვიდრედ ცნო

692

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა აცხადებს, რომ სასამართლომ ოფიციალურად ცნო კახა ბენდუქიძის შვილად და მემკვიდრედ. მისივე თქმით, კახა ბენდუქიძის ქონება ორ ნაწილად არის გაყოფილი მეუღლესა და შვილს შორის.

“მემკვიდრეობის შესახებ სამართლებრივი დავა სამ ქვეყანაში დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთში მიმდინარეობდა. დნმ ტესტმა დაადასტურა, რომ ჩემი და კახა ბენდუქიძის გენების თანხვედრა 99,999 %-ია. ის, რომ კახა ბენდუქიძე მამაჩემია, უკვე დადგენილია. ახლა შემიძლია გადმოვიდე საქართველოში და ჩავერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

რა თქმა უნდა, დამჭირდება რომ გავერკვე სიტუაციაში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მხოლოდ მე არ ვიქნები გადაწყვეტილებების მიმღები და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ურთიერთმოლაპარაკების ნიადაგზე. დიდი იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე შეთანხმებას მოვახერხებთ”, -განაცხადა ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g