LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვი: „საქართველომ შესაძლოა პროვოკაცია მოაწყოს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ”

154
FF30D0AF-FC88-4BD6-94B0-BF08C5B37F81_w1200_r1

„საქართველომ შესაძლოა პროვოკაცია მოაწყოს, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ, დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარების გამო,” – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა.

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, “ნებისმიერ პროვოკაციაზე იქნება აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი – იქნება ეს დიპლომატიური ნაბიჯები თუ სხვა ქმედებები”.

“ორი ოსეთის” გაერთიანება და რუსეთთან შეერთება – სამხრეთ ოსეთში შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს

„შეიძლება, იყოს პროვოკაციები, რომლებიც დაკავშირებულია რაიმე სახის ძალისმიერ ქმედებებთან, მაგრამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება გარანტირებულია რუსეთის ფედერაციისა და ყველა ქვედანაყოფის მიერ, რომელიც სამხრეთ ოსეთში არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ პროვოკაციაზე იქნება აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი – იქნება ეს დიპლომატიური ნაბიჯები თუ სხვა ქმედებები, რასაც, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან პროვოკაციების შემთხვევაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს მხრიდან რაიმე საფრთხეს ვერ ვხედავთ. ის პროვოკაციები, რომლებიც არსებობს, ჩვენ მათ დიპლომატიური გზით ვწყვეტთ, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხების დაყენებით. ანუ, ჯერჯერობით, ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგი მიმდინარეობს“, – აღნიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა.

მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g