ანდრეა ბოჩელის სიმღერა მილანის საკათერდრო ტაძარში მსოფლიო მოვლენად იქცა. ვიდეოს პირდაპირ ეთერში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ცარიელ დარბაზში ამ ემოციურმა შეასრულებამ დაანგრია ყველა სტერეოტიპი, გააერთიანა ყველა ერის, რელიიგისა და რასის ადამიანი. ასეთ შეფასება აკეთებს გამოცემა „ვერიეთი“ ლეგენდარული საოპერო მომღერლის შესრულებაზე.
„ვერიეთი“ წერს, რომ თავდაპირველად ეს პერფორმანსი იტალიის მოსახლეობის გასამხნევებლად ჩაიფიქრეს, თუმცა მალევე ის მსოფლიო ბლოგბასტერად იქცა. 24 საათში ვიდეო 32-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. მილანის მერის თქმით, ანდრეა ბოჩელიმ მსოფლიო ლოცვა შეასრულა.