LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი მაკარევიჩი: „ქართველი მსმენელი ჯერ კიდევ 80-იან წლებში მახსოვს…“

369

AlterVision ჯგუფის ინიციატივით 9 მარტს საქართველოს რუსული როკმუსიკის ლეგენდა ანდრეი მაკარევიჩი ესტუმრა.  კონცერტმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანშლაგით ჩაიარა.

მომღერალი  და მისი ჯგუფი „Машина Времени” საქართველოს პირველად 1980 წელს, საბჭოთა კავშირში ოფიციალურად ჩატარებულ პირველ როკფესტივალის ფარგლებში ესტუმრნენ, რომელიც თბილისში, ფილარმონიის დარბაზში ჩატარდა. ამავე ფესტივალზე, საუკეთესო სიმღერის პირველი ორი პრიზიც ამ ჯგუფს ერგო, რის შემდეგაც „Машина времени” ერთ-ერთი საბჭოთა საკულტო როკჯგუფი გახდა.

მუსიკალური პროექტით მაკარევიჩი თბილისს 2013 წელსაც სტუმრობდა, 2-წლიანი პაუზის შემდეგ კი ერთგულ მსმენელთან შესახვედრად მუსიკოსმა ახალი პროექტი შეარჩია და ამჯერად არჩევანი ჯაზსა და ბლუზზე გააკეთა.

„ალთერვიჟენ ჯგუფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აჩიკო გულედანმა „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა:

„ეს ანდრეი მაკარევიჩის ახალი პროექტია, ძველი სიმღერები თავისებურ ახალ ჟღერადობაშია, შეატყობდით, უმეტესად ჯაზურსა და ბლუზურში. ნამდვილად განსაკუთრებული „ლაივი” იყო და მომავალში კვლავ ვგეგმავთ მასთან თანამშრომლობას”.

საათნახევრიანი კონცერტის განმავლობაში ახალ კომპოზიციებთან ერთად მაკარევიჩმა რამდენიმე  ძველი ჰიტიც  შეასრულა.

”ფორტუნას” მუსიკოსთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მიეცა.

როგორ შეაფასებთ დღევანდელ საღამოს?

ძალიან სასიამოვნოა საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლა, ახალი პროგრამის წარდგენა. ამჯერად ბლუზითა და ჯაზით გაჯერებული მუსიკა წარვუდგინე ქართველ მსმენელს. მგონი, მოეწონათ (იღიმის) ნამდვილად არ დაიშურეს აპლოდისმენტები.

რას იტყვით ქართველ მსმენელზე?

ჯერ კიდევ 80-იან წლებში მახსოვს ქართველი მსმენელი და ამ მხრივ სიტუაცია არ იცვლება, საქართველო ძალიან მუსიკალური ქვეყანაა, აქ იციან სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

თქვენ თქვით, რომ „მაშინა ვრემენი” შეიძლება ისევ დაბრუნდეს, ამაზე რას გვეტყვით?

დიახ, ჯგუფი აუცილებლად დაბრუნდება სცენაზე, ახალ ალბომზე ვმუშაობთ და  ვფიქრობ, ერთ თვეში მზად გვექნება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

2013 წელს იყავით ჩამოსული და ძალიან ბევრი ადამიანი გელოდებოდათ, დარბაზი სავსე იყო, ყოველთვის გრძნობდით ამხელა სიყვარულს ქართველი მსმენელისგან?

კი, ყოველთვის ვგრძნობ და სწორედ ამიტომ, აქ დასაბრუნებლად ყოველთვის დიდი სურვილი მაქვს. როგორც კი საქართველოდან მიკავშირდებიან, მაშინვე ვთანხმდები შემოთავაზებას. ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, მხოლოდ ნახევარი დღით მიწევს აქ ყოფნა, არადა, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის ნახვა შეიძლება.

ქართული სამზარეულო თუ დააგემოვნეთ ?

კი, ძალიან ბევრჯერ ხაჭაპური და ხინკალი, კიდევ არაერთხელ მივირთმევ, იმედი მაქვს (იცინის)…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g