LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია ბასილაია: შადრევანში ელექტროენერგიის გათიშვა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ე.წ. რელემ და არა ავტომატური მართვის პულტმა

70
BeFunky-collage

შადრევანში ელექტროენერგიის გათიშვა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ე.წ. რელემ და არა ავტომატური მართვის პულტმა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბასილაიამ განმარტება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ისმის მერის მოადგილის განცხადება, „შადრევნის და მცირე კასკადის სამუშაოები სრულად დამთავრებულია, ამ ეტაპზე ხელით მართვაზეა. შენობაში, სადაც საქვაბე იყო, უნდა დადგეს ავტომატური მართვის პულტი, რომელიც ყველანაირი რეჟიმის განხორციელებას შეძლებს“.

რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა – ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე

ანდრია ბასილაიას განმარტებით, ავტომატური მართვის პულტი არანაირ კავშირში არ არის უსაფრთხოების სისტემასთან, მას აქვს შესაძლებლობა ცვალოს ვიზუალი ეფექტი. მისივე თქმით, აღნიშნული პულტი დამონტაჟდება მხოლოდ და მხოლოდ დიდი კასკადის დასრულების შემდეგ.

„კასკადის სრული რეაბილიტაცია როდესაც დასრულდებოდა, უნდა დამონტაჟებულიყო მართვის ავტომატური პულტი, რომელიც არეგულირებს კასკადის ვიზუალურ რეჟიმებს, როგორც განათების თანამედროვე სისტემას, ისე ლამინირებული ჭავლის სისტემას და ბევრი შესაძლებლობა აქვს ვიზუალური კუთხით. ახლა კი, მცირე კასკადსა და შადრევანში გვქონდა ხელით დაპროგრამებული ვიზუალური ჩართვა-გამორთვა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არ იყო შადრევანში ე.წ. რელე. ავტომატურ გათიშვას ე.წ. რელე უზრუნველყოფს“, –  აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

„მარიტამ დაგვანახა, რომ სისტემა არ მუშაობს… არც გვიყვარს – რაც მთავარია, საზოგადოებაში მოთხოვნილებაც კი არ გვაქვს“ – რა პრევენციულ მექანიზმებზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან შემდეგ, რომელსაც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რომ ამჟამად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე 9 პირია დაკავებული.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე – არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი

მათგან ორი სწორედ იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომლის პასუხისმგებლობაშიც სავარაუდოდ, აღნიშნული შადრევნის უსაფრთხოების წესების დაცვა შედიოდა. ასევე, თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა.

„მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით“ – მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g