ფოტოგრაფი მარი ნაკანი გამომწერებს მისი საქმიანობის შესახებ ხშირად უზიარებს სიახლეებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო კადრებს გადაღებებიდან.
ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, მარი ნაკანი სარაჯიშვილის რეკლამაზე მუშაობს, რომელშიც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები იღებენ მონაწილეობას.
„საოცრებას გიმზადებთ, თუ გინდათ დაგასწრებთ“ – მარი ნაკანის ახალი პროექტი
ცოტა ხნის წინ გავრცელებული კადრები სწორედ ზემოთ აღნიშნული რეკლამის გადაღების პროცესს ასახავს, რომელშიც კადრს მიღმა ისმის ფოტოგრაფის გამამხნევებელი და ემოციური შეძახილები.
„ანდრო არ იცინო“, „ხასიათი ცაგარელი“, „ის ქალი გაწიეთ“, – ისმის კადრს მიღმა მარი ნაკანის ხმა, რაც საზოგადოების ნაწილს ძალიან მოეწონა. ამ პროცესზე თავად ფოტოგრაფმაც და მოდელებმაც ძალიან იხალისეს.
„ნაკანი საოცრებაა“, „რამდენჯერ ვუყურე არ ვიცი“, „ვაფრენ შენზე“, – უწერენ კომენტარებში მარი ნაკანს.