LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძე: „როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები და იგივე ლოგიკით ვიღაცას შეუძლია დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა, პირობითად, რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოდგენილი“

174
ანდრო ჭიჭინაძე და მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე

„როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები და იგივე ლოგიკით ვიღაცას შეუძლია დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა, პირობითად, რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოდგენილი“, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ჭიჭინაძემ სიტყვით ისარგებლა და მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მიმართა და თქვა:

ანდრო ჭიჭინაძე პროკურორებს: „ვერ ვიგებ, კონკრეტულად, რას მედავებით? – ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა? – ვერავის შეაშინებთ! შიშიც ადამიანურია, გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება“

„რაღაც ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც, „დანაშაული“ ჩავიდინეთ, თან, სხვადასხვა დროს ჩადენილ „დანაშაულს“ გვედავებით. როგორ შეიძლება ეს ჯგუფური იყოს?“

„ჩემი აზრით, არ უნდა დაუშვათ შსს-ს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც წარადგინა ბრალდების მხარემ, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თორნიკემ ახსენა, არც მე და არც ერთი ადამიანი ვისაც აქ ხედავთ, არც არის ნახსენები ამ გამოკითხვაში და აქედან გამომდინარე, როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები და იგივე ლოგიკით ვიღაცას შეუძლია დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა, პირობითად, რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოდგენილი“. – აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ და საქმე აღკვეთის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება“

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g