უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.
დაზვერვის სამსახურის განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა”.
ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის დაზვერვის განცხადებას კონტრაბანდული იარაღის შესაძლო გატარებაზე და აცხადებს, რომ ეს არის “ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება”.
“საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და მათ შორის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რადიო ფორტუნას ეთერში უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.
კიევის რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც თითქოსდა მოწმობს კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ რაიმე სახის „დანაშაულის“ ჩადენას, არის მორიგი პროვოკაცია
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას
გვერდს ვერ ავუვლით იმ კადრებს, რომლებმაც მსოფლიო შეძრა.
ვგულისხმობ ბუჩაში რუსეთის მიერ განხორციელებულ სისასტიკეს, რასაც დასავლეთმა ხოცვა-ჟლეტა უწოდა.
დღეს მოვისმინეთ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლეგ რეზნიკოვმა განაცხადა, რომ შემდეგი ნიურბერგი ჰააგაში თუ არა ირპენსა და ბუჩაში იქნება.
თქვენი შეფასებით, რას შეცვლის ბუჩას მართლაც უმძიმესი კადრები, რა პროცესებს დააჩქარებს ეს თუნდაც უკრაინის თავდაცვის გაძლიერების კუთხით?
“რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო” – ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თუ რაიმე ზღვარი არსებობდა კრემლის რეჟიმსა და ნაცისტურ რეჟიმებს შორის, ვგულისხმობ ჰიტლერის რეჟიმს, დღეს უკვე ასეთი ზღვარის დანახვა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ალბათ არ დარჩა სამხედრო დანაშაულის არცერთი სახე, რომელიც რუსეთს არ ჩაუდენია უკრაინის მისამართით და პირველ რიგში მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით.
ეს ერთი მხრივ ევროპას კიდევ უფრო მეტი დახმარებისკენ უბიძგებს და ამასთანავე, ზრდის იმ საფრთხეებს და იმ მოლოდინებსაც, რომ რუსეთი ასეთ არაადამიანურ ქმედებებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოიყენებს და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა.
ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია უკრაინას უფრო მეტი იარაღი მიეწოდოს, უფრო გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, რომ რუსეთმა საბოლოო დამარცხება იგემოს და დიდხანს აღარ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ამგვარი მოქმედებებით საფრთხე შეუქმნას ევროპის კონტინენტის თუ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას.
დღეს ვნახეთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ადგილზე ჩავიდა და პუტინის ქმედებებს გენოციდი კიდევ ერთხელ უწოდა.
რუსეთი ტრადიციულად უარყოფს მომხდარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციაა და “დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის”.
მოვისმინეთ ასევე სერგეი ლავროვის განცხადებაც…
დანაშაულის ფაქტებს რამდენიმე ათეული სამართალდამცავი და პროკურორი იძიებს.
როგორ შეაფასებთ თქვენ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს, იყო თუ არა ეს აქტი გენოციდი?
იყო თუ არა ეს გენოციდი, სამართლებრივად ამ დარგის სპეციალისტები დაადგენენ.
უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მხრიდან არც გენოციდი და არც გენოციდის ყოვლად ცინიკური უარყოფა ახალი არ გახლავთ.
საქართველოსთვის, ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან ნაცნობი და სამწუხარო ისტორიაა 1992-93 წლებში სწორედ ამგვარი გენოციდი განხორციელდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, გნებავთ გაგრაში, გნებავთ სოხუმში, განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, რომელიც არანაირი სამხედრო მოქმედებებით არ იყო გამართლებული და მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკურ წმენდას და შურისძიებას ემსახურებოდა.
2008 წელს იგივე განმეორდა საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ წარმონაქმნში.
ჩრდილო კავკასიელებმა, ოსმა ბოევიკებმა და თავად რუსეთის რეგულარულმა ჯარმაც ძალიან მასშტაბური დანაშაული ჩაიდინეს, სწორედ გენოციდის მიმართულებით.
არც ამის უარყოფა და ყოვლად ცინიკური დაბრალებაა რუსეთისთვის უცხო.
გვარები იცვლება უფრო მეტად, ვიდრე პოზიციები.
მაშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი ბრალს გვდებდა, რომ სოხუმს ჩვენივე გადაღებილი თვითმფრინავებით ვბომბავდით, ახლა კი სწორედ ლავროვი საუბრობს, რომ უკრაინამ დადგა ეს კადრები.
ფაქტი ერთია, რუსეთი ყოველთვის შემჩნეული და მხილებულია ამგვარ ქმედებაში, მაგრამ ეს დიდად არ ადარდებთ.
ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის, ეს არის ძალის ენა და სწორედ აი ამ ძალის გამო დაიხია უკან და გაიქცა კიევის მისადგომებიდან და არა ნებაყოფლობით, როგორც ამის გასაღებას ცდილობდნენ.
აი ეს სისასტიკეც სწორედ დამარცხების ნიშანია, როგორც ჩანს, გაბოროტებული შეიარაღებული ფორმირებები, ამას ჯარს ვერ დავარქმევთ, იმიტომ, რომ ამას სამხედრო მოსამსახურე არ გააკეთებს, როგორც ჩანს გაქცევის წინ სწორედ ასე პირუტყვულად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთა შორისაც დიდი რაოდენობით იყვნენ მოხუცები და ბავშვები.
უკრაინული მედია: რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ
რაც შეეხება უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას…
ბრალდებები ისმის საქართველოს მიმართულებით, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
მმართველ გუნდში ამ ყველაფერს აბსურდს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ეს არის ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი ბრალდება.
ბატონო ანდრო, თქვენ როგორ გაიგეთ უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია, ეს არის რაიმე პრევენციული განცხადება, თუ არის გამოხმაურება შემდგარ ფაქტზე?
ჩვენ ვნახეთ, რომ ფინანსთა სამინისტრო უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველაფერი კონტროლდება.
როგორ აფასებთ, როგორც უკრაინის მხარის, ასევე ქართული მხარის პოზიციებს და აქვე გკითხავთ, თქვენი შეფასებით რა გავლენას იქონიებს ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე?
ორი ქვეყნის ურთიერთობა დღეს, სამწუხაროდ, დაბალ ნიშნულზეა და ეს საქართველოსთვის ორმაგად სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ახლა რუსეთთან, ჩვენს ბუნებრივ მოწინააღმდეგესთან, მტერთან ომშია ჩაფლული, ჩვენ ამ თემებზე გვიწევს საუბარი და ორმხრივი, პოლიტიკური განცხადებების მოსმენა ეს არ ნიშნავს, რომ ვთვლიდე, რომ უკრაინის დაზვერვის განცხადება ფაქტებით არის გამყარებული, ეს უფრო პრევენციულ განცხადებას ჰგავდა, რომელიც ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის და პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის ნამდვილად, რთული მოსასმენია. თუმცა, ისეთი გულუბრყვილო არ უნდა ვიყოთ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა დღევანდელ დღეს ეძებს მტრებს, მათ შორის მოკავშირეებში და ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს. მნიშვნელოვანია, საქართველოსა და უკრაინას შორის აი, ამ უნდობლობის გადალახვა.
ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის გადასალახად იქნება ეს საზღვრების ერთობლივი მონიტორინგი, დოკუმენტაციის ერთობლივი აუდიტი თუ ნებისმიერი სახის დამკვირვებლების მოწვევა, დაახლოებით, ისე, როგორც უკრაინის ლაბორატორიის შემთხვევაში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ხდებოდა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, რადგან უკრაინის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია, ისევე როგორც, უკრაინა ვერ მიაღწევს დამოუკიდებლობას და ინტეგრაციას, თუკი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა არ იქნება უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს ალბათ, ახსოვთ, რომ ისეთი წარმატებული პროექტი საქართველოსთვის, როგორიც იყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა 2000-იანი წლების დასაწყისში მოჰყვა რუსული მხარის გაუგონარ ბრალდებებს პანკისის რეგიონში ტერორისტული ბაზების არსებობის შესახებ.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი ცუდი განცხადება, თუნდაც დეზინფორმაცია, ჭკვიანი ხელისუფლების მიერ სწორად უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნის უსაფრთხოების განსამტკიცებლად რატომ არ შეიძლება რუსეთის რეგიონიდან მომდინარე საფრთხე თუნდაც რუსი მიგრანტების სახით, უკონტროლო დივერსიული ჯგუფების სავარაუდო შემოჟონვის პირობებში ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ საერთაშორისო მონიტორინგის, საერთაშორისო ძალებით ჩვენი საბაჟო თუ სახელმწიფო საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად,” – განაცხადა ანდრო გოცირიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში.