LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ქავთარაძე: „უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ კლინიკა აყოვნებს აწ უკვე სრულიად უსიმპტომო პაციენტებს და აკავებინებს ადგილს ადამიანებს, რომლებსაც აბსოლუტურად არანაირი სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროებათ!“

369
aniqavtaradze2011

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საინტერესო საკითხს ეხება, რაც დღევანდელი მედიცინის სფეროს აწუხებს და წერს, რომ სმენია შემთხვევების შესახებ, როდესაც კლინიკაში აყოვნებენ უსიმპტომო კოვიდიან პაციენტებს, რომელთაც არანაირი სამედიცინო დახმარება არ სჭირდებათ.

„მაინტერესებს, ვინ აკონტროლებს კოვიდკლინიკებს და საერთოდ, არსებობს ასეთი კონტროლი თუ არა?!

რატომ გადაიფარა ჩალით ეს ქვეყანა და რატომ გაწყდა შუბლის ძარღვი, მასიურად?!

უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ კლინიკა აყოვნებს აწ უკვე სრულიად უსიმპტომო პაციენტებს და აკავებინებს ადგილს ადამიანებს, რომლებსაც აბსოლუტურად არანაირი სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროებათ!

არათუ კლინიკური დახმარება, არამედ კოვიდსასტუმროს აუცილებლობაც არ აქვთ, ვინაიდან თავისუფლად შეუძლიათ საკუთარ ბინაში იზოლირება!

ამის პარალელურად, არაერთ ჯგუფში და პირად მიმოწერაში, ადამიანები, ხშირად პჯრ-ის ექიმებიც, ითხოვენ მძიმე, მინიმუმ, ჟანგბადის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ადგილებს!

ეს ადამიანები, ბედის ანაბარად, ასე, პირადი კონტაქტების იმედად არიან დარჩენილნი.

მერე, ჩვენ ყველა ვიწყებთ ძებნას და ხვეწნას, სადმე მიიღონ და მინიმუმ ჟანგბადი მისცენ!!!

თითოეული ასეთი შემთხვევა, წინაპირობაა ლეტალობის ალბათობის!

რატომ იქცევით ასე?!

ვინ ხართ?!

საიდან მოხვედით?!

ნუთუ აღარაფერი დარჩა ამ ქვეყანაში ადამიანური?!

მორჩება ეს ყველაფერი და იმედი გაქვთ, რომ ჩალით დაფარულში, არავინ მოგთხოვთ პასუხს!

თქვენ ძალიან მკაცრად უნდა აგოთ პასუხი, თითოეული, ასეთი,  “წამოკოტრიალებული  პაციენტით” ადგილის დაკავების და მათ “მკურნალობაში” აღებული ფულის გამო, იმიტომ რომ ამის პარალელურად, სადღაც, ვიღაც იხრჩობა და შემდეგ დაგვიანებული მართვის გამო კვდება!!!

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს მთავრობა

გამოყავით ხალხი, ამ საკითხის რანდომულად კონტროლისთვის!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g