უკვე 4 წელია, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს ბავშვებზე მეურვეობის საკითხი.
სულ ცოტა ხნის წინ ახალი გარემოებები გამოიკვეთა. უკანასკნელ სასამართლო პროცესზე 45 წლის ანჯელინამ განაცხადა, რომ მზადაა ბრედ პიტის მიერ ბავშვებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს.
თუ რა სახის ძალადობაზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, პირად თვითმფრინავში პიტმა შვილებზე ფიზიკურად იძალადა. ასევე ცნობილი გახდა, რომ თუკი მოსამართლე უფლებას დართავს, ბავშვები ჩვენებას მისცემენ.
შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2014 წელის დაქორწინდნენ, ქორწინებამ 2 წელს გასტანა. მათ 6 შვილი ჰყავთ, აქედან სამი მათი ბიოლოგიური შვილია.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 14 წლის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი თქვა
„მსურს, ბავშვები მამასთან ახლოს იყვნენ“ – ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად „ვოგის“ ახალ ფოტოებში