LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 14 წლის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი თქვა

1625
page

45 წლის ანჯელინა ჯოლისა და 57 წლის ბრედ პიტის ქალიშვილმა, 14 წლის შაილომ ყველასათვის მოულოდნელად მამის გვარზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა. გოგონამ  საკუთარი საიდუმლო პროფილიდან მამის გვარი – პიტი წაშალა და მხოლოდ დედის დატოვა.

ინსაიდერების ცნობით, აღნიშნულმა ფაქტმა ბრედზე საშინლად იმოქმედა, ეს მისთვის უდიდესი დარტყმა იყო. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, გასულ წელს ვარსკვლავური წყვილის უთანხმოება თითქოს წარსულს ჩაბარდა. პიტი ანჯელინას სახლში, შვილების სანახავად არაერთხელ დააფიქსირეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ წყვილი კვლავ დაობს შვილების მეურვეობასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი გრძელდება. შობის დღესასწაულზე კი მშობლებმა შვილები გადაინაწილეს. ბრედმა შობა ბიოლოგიურ შვილებთან, შაილოსთან და ტყუპებთან, ვივიენთან და ნოქსთან ერთად გაატარა, ანჯელინამ კი დღესასწაული 15 წლის ზაჰარასთან, 16 წლის პაქსკთან და 19 წლის მედოქსთან ერთად აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები