45 წლის ანჯელინა ჯოლი „ვოგის“ მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოობიექტივში ვარსკვლავმა არაერთი საინტერესო იმიჯი მოირგო, ის გამოცემისთვის ლოს-ანჯელესის სახლის ეზოში პოზირებდა. ვარსკვლავმა ინტერვიუში ძირითადი აქცენტი ოჯახსა და შვილებზე გააკეთა.
„ერთი სული მაქვს, როდის გავხდები 50 წლის“ - ანჯელინა ჯოლის გულახდილი ინტერვიუ და ფოტოსესია „ვოგისთვის“
„ოლო რამდენიმე წელი ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე იყო და მე ოჯახის განკურნებით ვარ დაკავებული, თითქოს ყინული დნება და ჩემს სხეულს სისხლი უბრუნდება
ახლახანს ინტერნეტსივრცეში ახალი ფოტოები გავრცელდა, შავ-თეთრ ფოტოში ენჯი შვილებთან ერთად სახლის ეზოში ვახშმობს, მეორე ფოტოში კი ასახულია თუ როგორ უკეთებს ანჯელინა თმას 19 წლის მედოქსს.
მზრუნველი დედა საზოგადოებას გამოუტყდა, რომ მეუღლესთან, ბრედ პიტთან განქორწინებისგან გამოწვეული დისკომფორტი კვლავ აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში იგრძნო, თუ როგორ უბრუნდება ბედნიერება.
„მსურს, ბავშვები მამასთან ახლოს იყვნენ, ამიტომ ჩვენსა და ბრედის სახლს შორის 5 წუთის სავალი გზაა“, – აცხადებს ჯოლი.
ცნობისთვის, ანჯელინა და მისი 6 შვილი ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში ცხოვრობენ, რომლის ღირებულებაც 25 მილიონი დოლარია.