LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ექს-მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, რომელიც ჯერ კიდევ თვითმფრინავის ინციდენტამდე მოხდა – რას პასუხობს ბრედ პიტი

174
page

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ანჯელინა ექს-მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს, რომელიც ჯერ კიდევ თვითმფრინავის ცნობილ ინციდენტამდე მოხდა.

„ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლიზე ჯერ კიდევ 2016 წელს, თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტამდე იძალადა“ , – ნათქვამია დოკუმენტებში, რომელიც „დეილი მეილიმ“ მოიპოვა, თუმცა რა ვითარებაში მოხდა ყოველივე ეს, ჯერჯერობით უცნობია.

ბრალდების საპასუხოდ ბრედ პიტმა თავის ადვოკატებს დაავალა, რომ მოეთხოვათ ანჯელინას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების გასაჯაროება. თუ რა დოკუმენტებზეა საუბარი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შაილო ჯოლი-პიტი საცხოვრებლად მამასთან გადავიდა – რას ჰყევბა ინსაიდერი

შეგახსენებთ, ანჯელინამ ბრედი ძალადობაში პირველად 2022 წელს დაადანაშაულა, ის აცხადებდა, რომ 2016 წელს, თვითმფრინავით საბედისწერო მგზავრობის დროს, პიტი ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი ურტყამდა. ჯოლის თქმით, ბრედმა ის თმით ითრია და სახით კედელს მიანარცხა. საქმეში მითითებულია, რომ პიტს შელაპარაკების მომენტში ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული.

ომი დასრულდა! – ბრედ პიტს შვილებზე თანაბარი მეურვეობის მოპოვება აღარ სურს – ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები