LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი „მაქს მარას“  პლაშით საშობაო შოპინგზე (ფოტო)

jole

ანჯელინა ჯოლიმ უქმეები სანტა-მონიკას სავაჭრო ცენტრში გაატარა, სადაც ვაჟთან, 15 წლის პასკთან ერთად საშობაოდ საჩუქრები შეიძინა. პაპარაცებმა ოსკაროსანი მსახიობი ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შოპინგისას დააფიქსირეს. მსახიობი საშობად კარგ განწყობაზე ჩანდა, ის ფანტასტიკურად გამოიყურებოდა თეთრი ფერის „მაქს მარას“ პლაშში, რომელიც „ივ სენ ლორანის“ ულამაზეს ჩანთასთან ჰქონდა შეხამებული.  ანსამბლს კი დაბალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი ასრულებდა.

ანჯელინას შოპინგისას არ ახლდნენ სხვა შვილები. არ არის გამორიცხული, შობის წინა დღეებს ისინი ბრედ პიტთან ერთად ატარებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g