LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან დაშორებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

35

გარკვეული პერიოდის წინ, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს, რომ მათი განქორწინების პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდებოდა. შესაბამისად, პრესამ შეწყვიტა ვარსკვლავების დაშორების დეტალებზე წერა. თუმცა ამ დღეებში ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომელიც მედიაში სასამართლო დარბაზიდან მოხვდა. ამ ყველაფერს კი მსახიობის წარმომადგენლის ოფიციალური განცხადება მოჰყვა:

„ამ საქმის დასაწყისიდან მოყოლებული, ანჯელინა ბავშვების ინტერესს იცავდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უკანასკნელი სასამართლო პროცესი ასევე დახურულად დასრულებულიყო. თუმცა არაკეთილსინდისიერი ადამიანების წყალობით, პრესაში მაინც მოხვდა ინფორმაცია, რომელიც სიმართლის დამახინჯებულ ვერსიას წარმოადგენს“,-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ინფორმაციით, სასამართლომ ბრედ პიტს ბავშვებთან ნებისმიერ დროს დარეკვისა და მიმოწერის უფლება მისცა, რომლის გადაწყვეტილებით, მამასთან ურთიერთობის დეფიციტი მათზე ნეგატიურად აისახება, ამიტომ ზოგიერთი შეზღუდვა მათ ვადაზე ადრე გააუქმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები