ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ბოლო 1 წლის მანძილზე საზოგადოება მუდმივად საუბრობს მსახიობის გარეგნობაზე, წონაში კატასტროფულად კლებაზე… მისი ლამაზი ტუჩები და თმები აღარავის ახსოვს. ტაბლოიდების მტკიცებით, ენჯი უკვე 38 კგ-ს იწონის.
ამის გამო ჯოლის პრობლემები ქმართანაც დაეწყო.
„ანჯელინა ყოველთვის გამხდარი იყო, თუმცა ასეთი მცირე წონა არასოდეს ჰქონია. ბრედი თვეების განმავლობაში ცდილობდა, ცოლს დახმარებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ უკვე ულტიმატუმი წაუყენა – თუ ანჯელინა არ იმკურნალებს, ქმარი მას მიატოვებს და ბავშვებსაც თან წაიყვანს. პიტს ძალიან აბრაზებს ანჯელინას მსუბუქი დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ,“ – ამბობს ჟურნალისტების წყარო.
საბოლოოდ კი ანჯელინამ მართლაც გადაწყვიტა, წონაში მოიმატოს. ბოლო პერიოდში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მისი ავადმყოფურად გამხდარი ხელები ნელ-ნელა ნორმალურს ემსგავსება. როგორც ჩანს, ოჯახის შესანარჩუნებლად მსახიობი ყველაფრის გასაკეთებლად მზადაა.