LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

145

თბილისის საქალაქო სასამართლომ პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სხდომა დახურული იყო და უცნობია შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები თბილისში, ისანში, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებთან დაკავშირებულები იყვნენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ პანკისში დაკავებული პირები ისნის სპეცოპერციის დროს ლიკვიდირებულ პირებს საქართველოში შემოყვანაში დაეხმარნენ. მანამდე კი, დაეხმარნენ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში და დროებითი საცხოვრებლით.

როგორც სუს ირწმუნება იგეგმებოდა საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისთვის ტერორისტული აქტების მოწყობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g