LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Anonymous – საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს – ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის

207
კიბერშეტევა

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ამ აპარატებში უამრავი გადამხდელის ინფორმაციაა მოთავსებული – ხომ არ დადგა ისინიც რისკის ქვეშ?“ – უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე

საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე, უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრობს.

„კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომელიც Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ განხორციელდა, მოიცავდა საგადასახადო აპარატებში შეღწევას, რაც პირდაპირი „მესიჯი“ იყო კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.

ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება.

საქართველოს ხალხს: ადექით, წინააღმდეგობა გაწიეთ და თავისუფლება დაიბრუნეთ. მარტონი არ ხართ ამ ბრძოლაში.

გაუმარჯოს საქართველოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო: დილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერები ისმის – რას აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინფორმაცია მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული. აღნიშნულს მერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები ოპერატიულად დაიწყებდნენ მუშაობას, აპარატები ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვებოდა, გათიშვის პერიოდში კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურებოდა. მოგვიანებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა.

კახა კალაძე: „კიბერშეტევა, საიდან, ვისი ჩართულობით და როგორ განხორციელდა, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს…“ – მერიის ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g