ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ანტისანიტარიაზე სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი ატყდა. Forum.ge-ს მომხმარებელმა საკუთარ პოსტს, სადაც საავამდყოფოში ნანახ სიბინძურეზე წერდა ფოტოებიც დაურთო.
„ჩემი ახლობელი დააწვინეს ინფექციურ საავადმყოფოში.
როდესაც ეს ამბავი გავიგე, ვიკითხე რომ თუ შეიძლება მოვიდე და მოვინახულო.
თანხმობის მიღების შემდეგ ვეცადე მიღების საათები დამედგინა, მაგრამ ამაზეც მივიღე მარტივი პასუხი, რომ
„როდესაც მოიცლი“ . . . ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ გავთამამდი და უკვე ის ვიკითხე, მეორე ადამიანს თუ შემოუშვებენ
მეთქი და ამაზეც დადებითი პასუხი მივიღე.
დღეს 19:30 წუთზე ((დრო მიახლოებითია)) მივადექით ამ დაწესებულებას. შენობის შესასვლელში დაცვის ჯიხურია,
მეგონა მკითხავდნენ რამეს მაინც . . . მაგრამ მოშნად დაგვიკიდეს. არადა ინფექციურ საავადმყოფოში შესვლა და ვიზიტი
ცოტა სხვანაირად წარმომედგინა – ჩამაცმევდნენ ხალათს, თავზე ქუდს, ხელთათმანებს, პირბადეს და რაღაც დროს დამიწესებდნენ.
მიდიიი, შენც არ მომიკვდე. დაახლოებით 23:00 წუთი იყო გამოვედით და კაციშვილს არ მოვუკითხივართ.
მაგრამ არც ამაზეა თემა.
წინასწარ ბოდიში და თუ მაინცდამაინც ან ახალი ნაჭამი გაქვთ საჭმელი, ან ფეხმძიმედ ბრძანდება ვინმე, ან სუსტი გული აქვს, თვითონ გადაწყვიტოს, ნახოს თუ არა, რასაც ქვემოთ დავდებ.
ვიმეორებ – თბილისის, დედაქალაქის, საქართველოს ე რ თ ა დ ე რ თ ი ი ნ ფ ე ქ ც ი უ რ ი საავადმყოფოს სეფსისი ცენტრის შენობაა ეს.
ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირდება აქ, არათუ დაინფიცირებული გამოჯანმრთელდება.
ეს არის ერთი პალატის მაგალითზე – და როგორც მითხრეს ეს პალატა ყველაზე ნორმალურია მეტ-ნაკლებად
ყველაფერი დალეწილი, ყველაფერი მოშლილი – სახელურები, ნათურები .
ასეთი ფარდები საუკუნის წინ ეკიდა პლაცკარტებში, იქ გარეცხილები მაინც ეკიდა. ნუ ამას თუ დაკიდება ჰქვია
გადასაფარებლები და ლილონეუმზე არ მაქვს საუბარი. საუკენეც ვერ დავადგინე იმ ხანისაა და სიბინძურის.
სკამი – უუუ, საზიზღრობა.
ცალკე გამოყოფის ღირსია კედელი – ნუ გასაგებია აქ რამ და ვინ უნდა უშველოს და ისევ სანთლების დანთების კვალია,
თეთრეული – ეს მწვანე ფერის დახვდათ ადგილზე. ნუ იასნია იქ არ დაწვებოდნენ. თან კაიფის ის იყო, რომ თავიდან
ექიმს უუკადრისებია – რად გინოდათ საბანს, ლეიბს და ბალიშებს, თეთრეურებს რომ ყიდულობდითო, ჩვენ გვაქვსო.
გადასხმის ,,ჯოხი” არ ვიცი რა ჰქვია მაგას, სადაც წვეთოვანს ჰკიდებენ.
აბაზანა – ელემენტარულ ჰიგიენაზე საუბარი ზედმეტია.
და ბოლოს – ეს გაწკრიალებული ადგილი არის საწოლის გვერდითა კედელი,” – წერს ფორუმის მომხმარებელი.