LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ქართველის გონებაში ადგილს ვერ იპოვის – ზალკალიანი ისრაელის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა

119
davit-zalkaliani-w-h

“ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ქართველის გონებაში ადგილს ვერ იპოვის”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტვიტერზე გამოაქვეყნა. ის ისარელის ელჩის რან გიდორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები.

ისრაელის ელჩი რან გიდორი ამბობს, რომ 4 იანვარს ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ “გადმოანთხია” ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში 1930 წლებში “გავრცელებულ ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს”.

რან გიდორი აღნიშნავს, რომ კარკაძის განცხადებამდე სადავო და პრობლემური ქადაგება ჰქონდა ქუთაისი-გაენათის მიტროპოლიტ იოანეს, რომელიც ასევე ანტისემიტურად შეიძლება იქნას აღქმული.

“მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს”, — აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g