პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
დაკავებულია ორი მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ პარიზის სამხრეთ ნაწილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოპერაციის დროს, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ბომბის დასამზადებლად საჭირო კომპონენტები აღმოაჩინა.
გამოძიებას პროკურატურის ანტიტერორისტული ქვედანაყოფი ატარებს.