„ოსკარზე” ნომინირებული 59 წლის ანტონიო ბანდერასი წელს დაჯილდოებაზე „დიორის” პიჯაკში გამოწყობილი გამოჩნდა. მსახიობმა ჯერ წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა, სადაც ერთდროულად ორი ლამაზმანი უმშვენებდა გვერდს, შეყვარებული ნიკოლ კემპებლი და ულამაზესი ქალიშვილი, სტელა ბანდერასი. ანტონიოს ქალიშვილი მელანი გრიფიტთან ქორწინებიდან ჰყავს. გოგონა ძალიან ახლოსაა მამასთან და ისინი ერთად ხშირად ჩნდებიან.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო ბანდერასი წელს ,,მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის”, პედრო ალმადოვარის ფილმიდანაა წარდეგნილი. ამ როლმა მსახიობს ,,ოქროს პალმის რტოც” მოუტანა. მისი კონკურენტები ხოაკინ ფენიქსი, ადამ დრაივერი და ლეონარდო დიკაპრიო არიან.