ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენის „Naturale 2025“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ბელგიელი ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები დაესწრნენ.
