LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდაზე დაკრძალავენ

116
ANZOR

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

„გუშინ, საქართველომ დაკარგა გენიალური ფოლკლორისტი, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგე და საზოგადო მოღვაწე – ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე მართლაც რომ ფასდაუდებელია.

ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა, მჯერა, იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, ღირსეულად გააგრძელებენ მისი აღზრდილი თაობები.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე – პრემიერი ფოლკლორისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ხელოვანები ხელისუფლებას ანზორ ერქომაიშვილის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას სთხოვენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები