LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპირებენ თუ არა სიღნაღის ჩაკეტვას

166
5681396668-38a8d3c124-b

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელსაც სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილთან ჰქონდა ურთიერთობა. აღნიშნული მიზეზით, სოფელი შესაძლოა  ჩაიკეტოს და კარანტინი გამოცხადდეს.

ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი. მისივე  თქმით, შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როცა ადგილობრივების ბიოლოგიური ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი.

ინფიცირებული პაციენტის გადაყვანა თბილისში იგეგმება.

შს სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღიათ. უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას ოფიციალურად განცხადების სახით გაასაჯაროვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g