KGI Securities -ის ანალიტიკოსი მინ ჩი კუო, რომელიც ცნობილია თავისი პროგნოზებით Apple -ის მომავალი პროდუქციის შესახებ, სულ მალე ახალი 4 დუიმიან iPhone-ს გამოსვლას გვიწინასწარმეტყველებს. ექსპერტის თქმით, iPhone-ს მეტალის კორპუსი ექნება და მისი წარმოება 2016 წელს დაიწყება. როგორც ანონსდება, მომავალი წლის ბოლოსთვის კომპანია 20-30 მილიონ 4 დუიმიან iPhone-ს გაყიდის. მინ ჩი კუომ ასევე აღნიშნა, რომ iPhone 7 და iPhone 7 Plus 2016 წლის მესამე კვარტალში გამოვა.