LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple Music-მა ,,წლის არტისტი” დაასახელა

154
maxresdefault (1)

Apple Music-მა 2024 წლის არტისტი გამოავლინა.

,,საკუთარი თავის ძიებაში, მან კარიერის საუკეთესო ალბომი გამოუშვა” – ასე აღწერს მუსიკალური სტრიმინგ სერვისი ,,წლის არტისტს”, რომელიც ბილი აილიში გახდა.

აღსანიშნავია, რომ Apple Music-მა აილიშს ეს წოდება მეორედ მიანიჭა. საპატიო ტიტული მან პირველად 2019 წელს სწორედ მაშინ მიიღო, როცა პლატფორმამ ,,წლის არტისტის” დასახელება დაიწყო.

მას შემდეგ, ,,წლის არტისტებად” იქცნენ: Lil Baby (2020), The Weeknd (2021), Bad Bunny (2022) და ტეილორ სვიფტი (2023).

შეგახსენებთ, რომ ახლახან, Apple Music-მა მუსიკალური ჟანრების მიხედვით, წლის საუკეთესო არტისტები და სიმღერები გამოავლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები