Apple Music-მა 2025 წლის არტისტი გამოავლინა.
მუსიკალური სტრიმინგ სერვისის ,,წლის არტისტი” – Tyler, the Creator გახდა.
Apple Music-მა ,,წლის არტისტის” დასახელება 2019 წლიდან დაიწყო. პირველად საპატიო ტიტული ბილი აილიშმა მიიღო. ამ უკანასკნელს შარშან ეს წოდება, მეორედ მიენიჭა.
აქამდე, ,,წლის არტისტებად” ასევე Lil Baby (2020), the Weeknd (2021), Bad Bunny (2022) და ტეილორ სვიფტი (2023) იქცნენ.
შეგახსენებთ, რომ ახლახან, Apple Music-მა მუსიკალური ჟანრების მიხედვით, წლის საუკეთესო არტისტები და სიმღერები დაასახელა.