კომპანია Apple უახლოეს მომავალში ისეთ სერვისს ჩაუშვებს, რომლიც შენობაში მყოფი ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენას შეძლებს. სერვისის სახელწოდებაა Indoor Survey და ის ხელმისაწვდომი იქნება iPhone-ს, iPad–ის და iPod touch devices–სთვის , რომლებსაც აქვთ iOS 9.
როგორ ერთ-ერთი პორტალი იუწყება, Indoor Survey სავარაუდოდ, სტარტაპის WiFiSLAM-ის ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც Apple-მა 2013 წელს 20 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს ტექნოლოგია Apple-ის სერვისის ”Find My Friends” ერთ-ერთი ნაწილი იქნება.