37 წლის მომღერალმა, ლიზომ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ პირველად გაამხილა დეტალები. პოდკასტში Friends Keep Secrets, რომელსაც ბენი ბლანკო უძღვება, არტისტმა აღიარა, რომ წლების განმავლობაში მეგობრებს ატყუებდა, რადგან სიმართლის თქმა ერიდებოდა. მისი თქმით, პირველი სექსუალური გამოცდილება მხოლოდ 30 წლის ასაკში ჰქონდა.
ლიზოს თქმით, ახალგაზრდობაში საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ სექსუალური ურთიერთობა არ ექნებოდა მანამ, სანამ „გრემის“ ჯილდოს არ მოიგებდა. პირველი Grammy Awards მან 2020 წელს დაიმსახურა.
მომღერალი ამბობს, რომ პირველი ინტიმური გამოცდილება სწორედ ამ მოვლენიდან მალევე ჰქონდა.
მან ასევე გაიხსენა, რომ ამ თემაზე მეგობრებთან საუბრისას ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა და ცრუობდა.
„ერთხელ მკითხეს, ვიყავი თუ არა ქალწული, და მაშინვე უარვყავი, ეს ძალიან უხერხული მომენტი იყო“, – ამბობს არტისტი.
ამჟამად ლიზო არ არის დაქორწინებული, თუმცა ურთიერთობაშია კომიკოს, მაიკ ვრაითთან, რომელსაც 2016 წლიდან იცნობს.
მომღერალი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ მუსიკის, არამედ სხეულის ფორმების გამო. იგი წლების განმავლობაში „საკუთარ სხეულის მიღების“ სიმბოლოდ მიიჩნეოდა და აცხადებდა, რომ გარეგნობის შეცვლას არ გეგმავდა.
თუმცა, 2024 წელს ლიზომ მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. პოდკასტში არტისტმა ამ თემაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ დაახლოებით 45 კილოგრამი აქვს დაკლებული.
თავდაპირველად მან უარყო გავრცელებული ვარაუდები, რომ ის პრეპარატ, „ოზემპიკს“ იყენებდა და აღნიშნა, რომ შედეგი ვარჯიშისა და სწორი კვების დამსახურება იყო. მოგვიანებით კი აღიარა, რომ წონის კლების საწყის ეტაპზე მართლაც მიმართა ამ პრეპარატს, თუმცა შემდეგ მის გამოყენებას თავი დაანება.
ლიზოს წარმოუდგენელი გარდასახვა – 36 წლის არტისტი ფოტოებს ავრცელებს
საკუთარი წარსულის პირისპირ – ლიზოს ახალი სიმღერა და კლიპი გამოვიდა

