LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple Watch-მა მამაკაცი გულის შეტევისგან იხსნა

50

სმარტ-დევაისების დიდი ნაწილი, როგორც წესი, მისი მეპატრონის დამხმარეა. უმეტეს მათგანს ჯანმრთელობის მარეგულირებელი ფუნქცია აქვს. Apple Watch-ის საათები ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ჭკვიანმა საათმა კი მისი მეპატრონე გულის შეტევისგან იხსნა. დევაისმა სკოტ კილიანი შუაღამეს გააღვიძა, როდესაც მის მრიცხველზე გახშირებული პულსი აისახა. ჩვეული 49-ის ნაცვლად წუთში ის 121-ს უჩვენებდა.

საავადმყოფოში მისვლის შემდეგ კილიანს გულის შეტევის წინაპირობა დაუდგინდა. ექიმების თქმით, რომ არა მომენტალური რეაგირება, შესაძლოა პაციენტს დილამდე არც ეცოცხლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები