LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ჩამოსული რუსეთის ბევრი მოქალაქე უბრალოდ თავს ვერ ირჩენს, დაიწყო მათი გაბომჟების პროცესი“ – ზურაბ ბატიაშვილი

1040
batiashvili

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი დღეს მომხდარ შემთხვევაზე წერს და აღნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკით საქართველოში ბევრი რუსი ჩამოვა და კრიმინალს ჩაიდენენ. ბატიაშvილის შეფასებით, საჭიროა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება.

„დღეს ჩემ ლაზ მეგობართან ერთად თურქულ რესტორანში ვიყავი და საერთოდ არაფერს დავწერდი, რომ არა ერთი დეტალი, რომელსაც იქიდან გამოსვლისას შეგვემთხვა.

გამოსვლისას ჩემი მეგობარი ორი ნაბიჯით ჩემზე ადრე გავიდა კარიდან და ვიღაც ქალი გამოელაპარაკა. რადგან მან რუსული არ იცის, მე მომიწია ამ ქალის მოსმენა, რათა გამეგო რა სურდა ჩემი მეგობრისგან.

აღმოჩნდა, რომ რუსია და მათხოვრობს. ლეგენდა კი ისაა, რომ მათ საბანკო ბარათები დაუბლოკეს და არ აქვს ფული.

თან როგორც სჩვევიათ ხოლმე “ნაგლად” მხოლოდ რუსულად ლაპარაკობენ, თითქოს მთელი მსოფლიო ვალდებულია მათი ენა იცოდეს.

რა თქმა უნდა, პასუხის ღირსად არ ჩავთვალეთ, შემოვტრიალდით და გავეცალეთ.

ანუ რაზეც ადრეც ვწერდი, აქ ჩამოსული რუსეთის ბევრი მოქალაქე აქ უბრალოდ თავს ვერ ირჩენენ და დაიწყო მათი გაბომჟების პროცესი.

დღეს მათხოვრობენ, ხვალ დანაშაულსაც ჩაიდენენ და თუ ციხეში აღმოჩნდნენ, იქაც ჩვენი სარჩენები გახდებიან.

არადა, რუსეთის ეკონომიკური ჩამოქცევა მხოლოდ ახლა იწყება და ამ ღია კარის პოლიტიკით, რასაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, კიდევ არაერთი პოტენციური ბომჟი და დამნაშავე აღმოჩნდება ჩვენს ქვეყანაში.

ეთნიკურ ნიადაგზე არავის ვერჩი. უბრალოდ ეს რეალობაა შექმნილი.

ამიტომ, მინიმუმ სავიზო რეჟიმის შემოღებაა საჭირო რუსეთთან!

დღეს მათხოვრობენ, ხვალ დანაშაულსაც ჩაიდენენ და თუ ციხეში აღმოჩნდნენ, იქაც ჩვენი სარჩენები გახდებიან“, – წერს ბატიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g