LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქ ჩამოსვლა ჰგავს ჭაობს, ან საიქიოს” – იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

533
ემოგრანტი

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი უცხოეთში წასვლის მთავარ მიზეზად ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს და იმ პროცედურაზე საუბრობს, რის გავლაც თავშესაფრის მაძიებლებს უწევთ.

“აქ ჩამოსვლა ფაქტობრივად ჰგავს ჭაობს, ან საიქიოს, საიქიოში რომ მიდიხარ და უკან აღარ ბრუნდები. ახალი ჩამოსული ადამიანები მიზეზად, რა თქმა უნდა, ეკონომიურ პირობებს იდებენ, რომ გაძვირდა პროდუქტები, ძალიან ცუდი ცხოვრებაა. ამ შემთხვევაში წერს განცხადებას, მე ვარ ჩამოსული იძულებული წესით, დგება ე.წ დომანდა, განცხადებას აძლევენ მსვლელობას. მაშინვე არ გიდასტურებენ, გამოწმებენ რა კუთხით ხარ ჩამოსული”, – ამბობს ემიგრანტი ჯანინა ხერგიანი “ტვ პირველთან”.

ევროკავშირის სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში ჯამურად თავშესაფარი მოითხოვა 11,580 საქართველოს მოქალაქემ.

“საგრძნობლად გაზრდილია საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა” – რა მონაცემებს აქვეყნებს ვანო ჩხიკვაძე და რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი განაცხადი შესული?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g