LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქ ცოცხლები დაღუპულების გვერდით იყვნენ” – რუს ოკუპანტებს ჩერნიგოვში სკოლის სარდაფში 150 მოქალაქე მძევლად ჰყავდათ აყვანილი

117
Untitled design (3)

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ერთ-ერთ სოფელში, რუს ოკუპანტებს სკოლის სარდაფში 150-ზე მეტი ადგილობრივი ჰყავდათ დატყვევებული.

ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიაჩესლავ ჩაუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩაუსი იმ გარემოს აღწერს, რომელშიც შეშინებული და სასოწარკვეთილი 150 ადამიანი მძევლად ჰყავდათ აყვანილი:

“სკოლის სარდაფში, ოთახში, რომელიც ძალიან პატარაა, მტერმა ერთდროულად 150-ზე მეტი ადამიანი შეიყვანა. არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება აღვწეროთ, არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება გავიხსენოთ ტკივილის გარეშე. აქ იყვნენ ავადმყოფები და გარდაცვლილები, აქ იყვნენ ცოცხლები დაღუპულების გვერდით.

შიმშილი, წყურვილი, შიში, ტკივილი, სასოწარკვეთა”, – განაცხადა მან.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, სარდაფში იყვნენ ქალები და ბავშვები. მომხდარზე კი პასუხისმგებლობა მტერს დაეკისრება და ოკუპანტებმა ამ სისასტიკისთვის პასუხი უნდა აგონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები