LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო”- ნინო წილოსანი

163
ნინო წილოსანი

მმართველი გუნდის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდიანრეობდა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრების” დისკრედიტაციის მცდელობა. ამის შესახებ მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან.

„მთელი ერთი კვირის მანძილზე რა არ გააკეთეს, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ ამ შეკრების, ამ ადამიანების შეურაცხყოფით და ზეწოლით გარკვეულწილად დაეთრგუნათ ხალხის მაგრამ რეალურად აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა შეკრების მთავარ გზავნილსა და მოტივზე.

„ჩვენი მთავარი გზავნილი არის საქართველოს გზა ღირსებით ევროპისკენ, ჩვენი მთავარი მოტივი არის ქვეყნის სიყვარული, ჩვენი მთავარი მიზანი არის, დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება. რუსთაველის გამზირზე ნამდვილი ზეიმია. მთელი აქართველოს მასშტაბით – თბილისიდან, რეგიონებიდან გულმხურვალე ადამიანები მოდიან, რომ გამოხატონ სიყვარული და ერთგულება თავისი ქვეყნის მიმართ და დააფიქსირონ თავისი მხარდაჭერა იმ სწორი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ატარებს ამ 12 წლის მანძილზე. ჩვენ, როგორც ხელისუფლება პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, რა თქმა უნდა, სწორ ნაბიჯებს და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები