კრის მარტინი, ლოს-ანჯელესში ღამით, ინფლუენსერ, ბრიტანი ბროსკისთან ერთად შენიშნეს. ისინი Tame Impala-ს კონცერტზე შედიოდნენ.
Coldplay-ის 48 წლის ფრონტმენი, რომელიც დაკოტა ჯონსონს მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, რამდენიმე თვის წინ დაშორდა, მაქსიმალურად ცდილობდა შეუმჩნევლად დარჩენას, მას პირბადე ეკეთა და ქუდი ეხურა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. თუმცა, ფოტოებმა არ მოგატყუოთ, ეს ის არ არის, რაც თქვენ იფიქრეთ.
როგორც ირკვევა, თავად ბროსკისაც არ ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მის გვერდით კრის მარტინი მიდიოდა. მან ეს მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა მედია მათი საერთო ფოტოებით აჭრელდა. მან ფოტო „ინსტაგრამ სთორიში“ გაავრცელა:
„აქ რა ჯანდაბა ხდება?! მე არ ვიცოდი, რომ კრის მარტინი ჩემ გვერდით მოდიოდა, მისი დიდი ფანი ვარ, ჰაი კრის“, – დაწერა ინფლუენსერმა.
რომანი „ქრაშთან“ – ახალი დეტალები კრის მარტინისა და სოფი ტერნერის სასიყვარულო კავშირის შესახებ
„ნაგავი კაცებისგან შორს!“ – დაკოტა ჯონსონის პირველი კომენტარი კრის მარტინთან განშორების შემდეგ



