LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქა მშვიდობა“ აჯობებდა, მარტო თბილისს რატომ? – ხვიჩია საახალწლო სლოგანზე

179
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია თბილისის მერიის საახალწლო სლოგანს – „მშვიდობის ქალაქს“ აფასებს.

ელისაშვილი საახალწლო სლოგანზე: რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი – ეს სჯობს ძვირფასო მერიავ

ხვიჩიას თქმით, „აქა მშვიდობა“ აჯობებდა და ის კარგი დევიზი იქნებოდა:

„ჩემთვისაც ცინიკურ გამონათქვამს წააგავს, ოღონდ სხვა არგუმენტით. მოგეხსენებათ, წარმოშობით მარტვილის რაიონიდან ვარ, „მშვიდობა მარტვილს“ რატომ არ უნდა ჰქონდეს? „მშვიდობა საქართველოს“ არ სჯობს? მარტო თბილისს რატომ? უბრალოდ ეს კითხვა მაქვს, თორემ არც ამას ვაპროტესტებ.

სიტყვათა ერთობლიობაში – მშვიდობა რაღაცას – პრობლემა არ არის. მე სხვა კითხვა მაქვს, მარტო თბილისს რატომ? თუ, ზოგადად, ახლა მშვიდობის წელია? შეიძლება, მაინცდამაინც კარგი დრო არ იყოს სამყაროში მშვიდობის წლის აღსანიშნავად, მაგრამ ასეთ დროს მშვიდობაზე ვსაუბრობდეთ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, მარტო თბილისს რატომ, „აქა მშვიდობა“ აჯობებდა, კარგი დევიზი იქნებოდა“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისის 2023 წლის სლოგანს – „მშვიდობის ქალაქს“ ეხმიანებიან.

როგორც დღეს კახა კალაძემ თქვა, განცხადებები იმის შესახებ, რომ სლოგანი უკრაინელების მიმართ ნიშნისმოგებაა, უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა.

კალაძე: საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული – რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

„სხვანაირად აეწყობა“ – დაიხარჯება თუ არა თანხა ბიუჯეტიდან და როგორი იქნება დედაქალაქის ნაძვის ხე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g