LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი საახალწლო სლოგანზე: რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი – ეს სჯობს ძვირფასო მერიავ

235
ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერიის საახალწლო სლოგანს – „მშვიდობის ქალაქი“, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კალაძე: საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული – რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?

„რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი – ეს სლოგანი სჯობს ძვირფასო მერიავ“, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისის 2023 წლის სლოგანს – „მშვიდობის ქალაქს“ ეხმიანებიან.

როგორც დღეს კახა კალაძემ თქვა, განცხადებები იმის შესახებ, რომ სლოგანი უკრაინელების მიმართ ნიშნისმოგებაა, უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

„სხვანაირად აეწყობა“ – დაიხარჯება თუ არა თანხა ბიუჯეტიდან და როგორი იქნება დედაქალაქის ნაძვის ხე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები