LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია რუსთავის მერიასთან – “თუ გაზრდილ თანხას არ გადავიხდით, მოგვიწევს კონფლიქტში შევიდეთ მძღოლებთან”

49525785_586216185137002_1320441030335528960_n

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, მგზავრობის საფასურის ზრდას და მერიის უმოქმედობას, რუსთაველების ნაწილი, ქალაქის მერიასთან აპროტესტებს.

ადგილზე შეკრებილები საკრებულოს და რუსთავის მერიას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ.

აქციის ერთერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ რუსთავის მერიის მიერ გუშინ გავრცლებული განცხადება მავნებლობაა და მძღოლები გარემოების ისეთივე მსხვერპლი არიან, როგორიც მგზავრები.

“ჩვენ შევიკრიბეთ აქ, იმისთვის რომ მოვთხოვოთ ქალაქის მერიას, საკრებულოს, დაკისრებული პასუხისმგებლობის შეფასება. ჩვენ მათ ვუხდით ხელფასს ჩვენი ჯიბიდან. ჩვენ მათ ვუქმნით კომფორტს, რადგან მივეცით გარკვეული ვალდებულებები. ისინი არიან ვალდებულები, რომ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა. მოვედით, რათა გამოვაფხიზლოთ. ალბათ, სძინავთ და ძილბურანში აკეთებენ მავნებლურ, უაზრო განცხადებებს, როგორიც იყო მაგალითად, ქალაქის მერის განცხადება, რომ არ გადავიხადოთ გაზრდილი ტარიფი. ჩვენ თუ გაზრდილ თანხას არ გადავიხდით, მოგვიწევს, მინიმუმ ორჯერ, კონფლიქტში შევიდეთ მძღოლებთან, რომლებიც ასევე ჩვენი

რუსთავის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს არ გადაიხადონ თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის საფასური

უწყება აქტიურად მუშაობს ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტის შეყვანის საკითხზე

მოქალაქეები არიან და ისეთივე მსხვერპლნი არიან, როგორც თითოეული ჩვენთაგანი,” – განაცხადა “ფორტუნასთან” აქციის ერთერთმა ორგანიზატრმა გიორგი გზირიშვილმა.

ადგილზე მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია კანონს არღვევს და მას სანქციები დაეკისრება.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსთავის მერიამ გაავრცელა განაცხადება, რომლითაც მგზავრებს მოუწოდა, არ გადაიხადონ რუსთავი-თბილისის მიმართულებით “მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი”. მერიის ცნობით, უწყება აქტიურად მუშაობს ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტის შეყვანის საკითხზე.

 

საუბარია M3 კატეგორიის ტრანსპორტზე, კერძოდ ავტობუსებზე, რომელიც თბილისის მიმართულებით მგზავრებს დაბალ ფასად გადაიყვანს. ამასთან დაკავშირებით რუსთავის მერიამ ნოემბერში თბილისის მერიამ უკვე მიმართა.

 

რუსთავის მერის თქმით, მგზავრობის საფასური მძღოლებმა 1 ლარი და 50 თეთრიდან 2 ლარამდე, თვითნებურად გაზარდეს, ამით კი ტარიფის განსაზღვრაზე, რუსთავის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება დაარღვიეს. ქალაქის მერის განცხადებით, მგზავრობის ოფიციალური საფასური რუსთავი-თბილისის მარშრუტზე საკრებულოს მიერაა დადგენილი და ის 1,50 ლარია.

ფოტო: თამარ ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g