LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია სარფთან: თვითდასაქმებულები თურქეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ

117
აქცია

საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები საზღვრის გახსნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, რის გამოც მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ. ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას ის მოქალაქეები მოითხოვენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში. სარფის საბაჟოსთან აქციაზე მყოფი მოქალაქეები მთავრობის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

თვითდასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ დაპირებული ერთჯერადი დახმარებაც არ მიუღიათ, ამიტომ მოთხოვნის შესრულებამდე დაშლას არ აპოირებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების მოთხოვნა სამართლიანია. მისივე თქმით, თვითდასაქმებულებს არანაირი დახმარება არ მიუღიათ და ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით გაიცემა, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს თანხა ჯერ არავის არ აუღია იმ მიზეზით, რომ რეგისტაციას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, მთავრობის მიერ დაპირებული თანხა საკმარისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტს შეჩერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g