LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქციაზე გოგომ ჩამოიარა, წყლის ბოთლებს აგროვებდა, ქუჩაში ნაგავს არ ტოვებენ, ეს ამ თაობის ზნეობაზე ხომ მეტყველებს?! ამ ახალგაზრდებს ასე რატომ ექცევიან?“ – მანანა კოზაკოვა

226
მანანა კოზაკოვა

საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ჟურნალ „გზის“ უახლეს ნომერში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და უწყვეტ საპროტესტო აქციებზე საუბრობენ და მკითხველს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს და დასტაბილურდეს არსებული ვითარება.

როგორც „გზასთან“ ინტერვიუში მსახიობი მანანა კოზაკოვა აღნიშნავს, აუცილებელია მიმდინარე მოვლენების დროს დაკავებული მოქალაქეები გათავისუფლდნენ, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ხელისუფლება შეიცვალოს.

ვიდეო: მანანა კოზაკოვა: „არ არსებობს ამის შვილი და იმის შვილი… ყოველდღე იღვრება ჩვენი შვილების სისხლი…“

„ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა პატიმარი, რომელიც ამ დღეებში დააპატიმრა, ანდრო ჭიჭინაძიდან დაწყებული, გიორგი ახობაძით დამთავრებული. არ შეიძლება ასე დიდხანს გაგრძელდეს, ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს…

ვთვლი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მომავალში კი პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ განათლებული ახალგაზრდები“, – ამბობს მსახიობი და საუბრობს ახალგაზრდებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.

„ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ აქციებზე დგანან, ჩემი თაობისგან განსხვავებულები არიან. ქართველი საზოგადოება ძალიან გაზრდილი და კულტურულია. იმ დღეს ვიღაც გოგომ ჩამოიარა, წყლის ბოთლებს აგროვებდა, ქუჩაში ნაგავს არ ტოვებენ. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ ამ თაობის ზნეობაზე ხომ მეტყველებს?! ამ ახალგაზრდებს ასე რატომ ექცევიან, რა მოხდა, განა დიალოგს წინ რამე შეიძლება დაუდგეს?“, – ამბობს მანანა კოზაკოვა ჟურნალ „გზასთან“.

ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ „გზის“ 19 დეკემბრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g