პარლამენტთან აქცია მიდინარეობს. პროტესტის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მანამდე, ადგილზე საპოლიციო კორდონი იყო განლაგებული, რომელიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
მანამდე დემონსტრანტებმა დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზება შეინიშნება.