სასტუმრო “პარაგრაფისკენ” მიმავალმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული, მსვლელობა შეწყვიტეს და ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოწყობილი კარავში გადაინაცვლეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სისხლისღვრა არავის შერჩება და ამისთვის არა მხოლოდ გახარია, არამედ ივანიშვილიც პასუხს აგებს.
აქციის მონაწილეები უკვე მე-19 დღეა გახარიას გადადგომას ითხოვენ
ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართულ აქციაზე ორი მონაწილე შეუძლოდ გახდა
„ჩვენ დღეს ჩავატარეთ მრავალრიცხოვანი აქცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღდეგ. ეს სისხლისღვრა არავის შერჩება და ბუნებრივია, ამისათვის არამარტო გახარია, არამედ ივანიშვილი პოლიტიკურადაც აგებს პასუხს. დარწმუნებული ვარ, დადგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ.
დღეს შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია დღეს განახლდა.