LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის ორგანიზატორების განცხადებით ისინი 24 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან და პარლამენტის პიკეტირებას კვლავ მოახდენენ

128
Shota-23-3

პარლამენტის შენობის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წარმომადგენლები არიან. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან.

აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი დღეს ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ განაცხადებენ.

სხვა ვერაფერი შევძელი - მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა

ვინ არის მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა

მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ისინი ორშაბათისთვის, 24 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან და პარლამენტის პიკეტირებას ისევ მოახდენენ.

პარლამენტის შენობის წინ ათამდე კარავია განთავსებული.

„მოძრაობა “შეცვალე” შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ წერტილოვან დარტყმას ხელისუფლებაზე, ხელისუფლების პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენ შევქმნით დისკომფორტს, შევუქმნით პრობლემას მათ და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მშვიდად მიიტაცონ ეს ქვეყანა,”- აცხადებს მოძრაობა “შეცვალეს” წევრი ტიტე გედენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g