LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის მოსალოდნელი, რომ ახალი შტამით გამოწვეული ლეტალობა გაიზარდოს – თენგიზ ცერცვაძე

198
tengiz-tsertsvadze-w-h

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს.

მისი განმარტებით, კოვიდინფექციის ახალი შტამი გაცილებით უფრო იოლად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ვიდრე წინა შტამი. ცერცვაძის თქმით, ასევე უცნობია იქნებიან თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან ის ადამიანები, რომლებიც ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ.

„ამ შტამის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, რამდენიმე კვირის წინ ინგლისში გამოვლინდა ეს შტამი. მთელ მსოფლიოში მის მიმართ ინტერესი მაღალია და იკვლევენ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არ არის ცნობილი.

ჯერჯერობით რაც არის ცნობილი, არის ის რომ ეს შტამი უფრო იოლად გადამდებია, უფრო იოლად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. შესაბამისად გავრცელების მეტი პოტენციალი აქვს. დიდ ბრიტანეთში სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ინგლისში ამ ბოლო დროს ძალიან მკვეთრად გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და თუ არ ვცდები ევროპაში პირველ ადგილზეა ამ კუთხით.

შესაბამისად „ლოქდაუნიც“ ძალიან გამკაცრდა, რამდენადაც ვიცი ამჟამად ყველაზე მკაცრი „ლოქდაუნი“ დიდ ბრიტანეთშია. ევროპის ბევრ ქვეყანაშია ძალიან მკაცრი „ლოქდაუნები“, გაცილებით უფრო მკაცრია ვიდრე საქართველოში. როდესაც გარკვეული ადამიანები საყვედურობენ მთავრობას, იმას თუ რატომ არის ასეთი მკაცრი შეზღუდვები და ეს იწვევს ყოფითი პირობების გაუარესებას, ეს უნდა შეადაროთ სხვა ქვეყნებს. არ შეიძლება მოსთხოვო მთავრობას, რომ ნუ იქნება, მაშინ როცა მთელ მსოფლიოშია“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი პროგნოზით, არ არის მოსალოდნელი, რომ ახალი შტამით გამოწვეული ლეტალობა გაიზარდოს.

„ახალ შტამს ახასიათებს მეტი გადამდებობა. მეორე რაც ვიცით ეს არის, რომ არ მიმდინარეობს უფრო მძიმედ, არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და შესაბამისად არ არის მოსალოდნელი, რომ სიკვდილობის მაჩვენებლი გაიზარდოს ამ შტამით დაავადებულ პირებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ცუდია, რომ გადამდებობა მეტია, მაგრამ კარგია, რომ სიკვდილობა მეტი არ არის. მესამე რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ეს არის ის, რომ ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან ეს არავინ იცის“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g