LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის ქალი ცუდი და ნაკლული სიტყვა, შეიგნეთ და იკმარეთ – ბაია პატარაია

259
BeFunky-collage

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ქალების ჩაგვრის არსებულ პრაქტიკაზე წერს და ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს ქალებზე საუბარი.

“ნუ, ჯერ ერთი, რით ვერ ისწავლეს პოლიტიკოსებმა ქალებზე საუბარი ისე, რომ მანდილოსანები, ქალბატონები კნეინები და სხვა ევფემიზმები არ გვეძახონ?! აი, რა გახდა? არ არის ქალი ცუდი და ნაკლული სიტყვა, შეიგნეთ და იკმარეთ.

მეორეც, ღარიბაშვილს გადაეცით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე მაშინ დაგველაპარაკოს, როცა ჩვენ ჩაგვრას გაეშვებიან, კერძოდ: მოვითხოვთ, პოლიტიკაში თანაბარ მონაწილეობას და არა 11-15%; მოვითხოვთ, თანაბარ ანაზღაურებას და არა 36%-ით ნაკლებ შემოსავალს; მოვითხოვთ, სახლის აუნაზღაურებელი 40 საათიანი შრომის გადანაწილებას კაცებზე, რომლებიც მხოლო 15 საათს უთმობენ საშინაო შრომას; მოვითხოვთ, რეალურად გვაძლევდნენ მემკვიდრეობის კუთვნილ წილს უძრავი და მოძრავი ქონებიდან; მოვითხოვთ, არ ათხოვებდნენ არასრულწლოვან გოგოებს, ექსპერტიზაზე არ უმოწმებდნენ საქალწულე აპკს და “ბოზს” არ ეძახდნენ თავისუფალ ქალებს.

ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ და ჯარში წასვლის მეტი სურვილი გამოთქვან - თავდაცვის მინისტრი

"არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის ესაა ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, რომ ქალებმა ამ მიმართულებით მეტად უნდა იაქტიურონ..."

კიდე შემიძლია უსასრულოდ გავაგრზელო იმ სფეროების ჩამოთვლა, სადაც ქალი უკიდურესად შევიწროებული და დაჩაგრულია. გამოასწორეთ ეს ყოველივე და მერე ვისაუბრიდ ჯარზე – არ არის პრობლემა, მაგაზე ასჯერ მეტ საქმეს ვაკეთებთ ისედაც. და ეს გაუნათლებელ-სექსისტური რიტორიკა მოიშორეთ მაგ ბრიყვი სახეებიდან.”- წერს პატარაია.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები