ლეგენდარული მსახიობი ენტონი ჰოპკინსი 83 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით მსახიობმა „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ვრცლად ისაუბრა იმაზე, როგორია ცხოვრება ალკოლჰოლის გადაგდების შემდეგ. მსახიობი უკვე 45 წელია ალკოჰოლდამოკიდებული აღარაა და თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობს:
„ზუსტად ამ დღეს, 45 წლის წინ შფოთვით გავიღვიძე, კატასროფისკენ ჩქარი სვლით მივექანებოდი, ერთმა აზრმა გამომაღვიძა, გინდა იცოცხლო თუ მოკვდე? ამის შემდეგ ცხოვრება გახდა სხვაგვარი. დღეს უკვე ის ხვალინდელი დღეა, რომელზეც ასე ვნერვიულობდი გუშინ. არ დანებდეთ! იბრძოლეთ, იყავით მამაცები, ამ დროს იგრძნობთ, რომ სამყარო თქვენს მხარესაა.”
მსახიობს მაგალითად ლეგენდარული არტისტების, რიჩარდ ჰარისის, პიტერ ო’ტულისა და რიჩარდ ბარტონის მაგალითებიც მოჰყავს და ამბობს, რომ მათი ბრწყინვალე კარიერა უიმედობამ დაანგრია. ამჯერად ჰოპკინსი მალიბუში ცხოვრობს და ფანებს ხშირად „ტვიტერით“ ეკონტაქტება.