ადვოკატი ამირან გიგუაშვილი კორონავირუსთან დაკავშრებით საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.
როგორც ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, თუ მაღალი სიცხე სამი ან მეტი დღე გაგრძელდა და სატურაცია იკლებს, აუცილებელია კლინიკაში სასწრაფოდ გადასვლა.
“თუ მაღალი სიცხეები გაგრძელდა სამი დღე ან მეტი და სატურაცია იკლებს, არ დაიწყოთ ექსპერიმენტები და საკუთარი თავის გამოცდა. ეგრევე გადადით კლინიკაში.” – წერს ადვოკატი
ამირან გიგუაშვილის თქმით, შეუძლებელია იმ ჩაღრმავებული მკურნალობის და კვლევების სახლის პირობებში ჩატარება, რასაც კლინიკაში მიიღებთ.
“გარდა ამისა, არ დაკარგოთ იმედი და არ გადაწყვიტოთ, რომ უნდა მოკვდეთ. ეგ არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იარაღი თქვენს არსენალში.” – აღნიშნავს ადვოკატი
როგორც ის წერს, დღეს იმდენი გამოცდილებაა დაგროვებული კოვოდის მკურნალობის მიმართულებით, რომ ექიმთან დროულად მიმართვის შემთხვევაში პაციენტი აუცილებლად გამოჯანმრთელდება.
“ყველა ექიმი, ექთანი და სანიტარი არის ჩვეულებრივი გმირი. შეუძლებელია იმ შრომის და თავდადების სიტყვებით გადმოცემა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ყოველდღიურად.” – წერს ადვოკატი
“მე ვნახე სტუდენტები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გიდგამენ სისტემას. გითენებენ ღამეეებს და ცდილობენ გაგახალისონ. შენთან ერთად უხარიათ სატურაციის აწევა და შენთან ერთად ითვლიან პულსს. ვნახე ექიმები ვინც დაღლილობისგან ფეხზე ძლივს დგანან. მინიმუმ ორჯერ აქვთ მოხდილი კოვიდი, მაგრამ მზად არიან ყოველ საათში ერთხელ დეტალურად აგიხსნან, რომელ პროცედურას რა დანიშნულება აქვს და რომელ გადასხმას რა შედეგი უნდა მოჰყვეს. რვა დღე ვიწექი კლინიკაში და არც ვიცი, როგორ უძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთ დატვირთვას.” – წერს ამირან გიგუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე