LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ეტყობოდა, რომ უკმაყოფილება ჰქონდა კახა კუჭავას. შესაძლოა, ველოდოთ მის რაღაც ფორმით დაწინაურებას: ალექსანდრე რაქვიაშვილი

123
ალექსანდრე რაქვიაშვილი

კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას ეხმაურებიან ოპოზიციაში.

“გირჩის” ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კუჭავას მიმართ ბევრი პარლამენტარის მიერ პოზიტიური დამოკიდებულება იყო.

“პრესკონფერენცია ისე იყო წარმართული, არ ეტყობოდა, რომ რაიმე უკმაყოფილება ჰქონდა თავად კახა კუჭავას. შესაძლოა, ველოდოთ მის რაღაც ფორმით დაწინაურებას” – აცხადებს რაქვიაშვილი.

გუშინ, პრესკონფერენციაზე, სადაც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავას გადაგომის შესახებ განაცხადა, ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია დიდ პროექტს იწყებს, სადაც მონაწილეობას სწორედ კახა კუჭავა მიიღებს. თუმცა, რა პროექტზეა საუბარი, ეს პარტიაში არ დაუკონკრეტებიათ, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამაზე მომდევნო თვიდან ისაუბრებს.

პოპულარულები