„ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან და მეც მათ შორის, მე დედა ვარ და არ შემიძლია, რომ ჩვენი შვილები მივატოვო, ჩვენი შვილები არიან ყველა… არ გააკეთოთ ის, რამაც შეიძლება უბრალოდ საშინელება მოახდინოს საქართველოში…“ – ასე მიმართა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ რუსთაველის გამზირზე მყოფ სამართალდამცველებს.
თამრიკო ჭოხონელიძემ საპოლიციო ძალებს მოუწოდა, არ იძალადონ აქციის მონაწილეებზე:
ნანუკა ჟორჟოლიანი: „არ არსებობს, ერთი ლიდერის შემთხვევაშიც სასწაული აქ არ მოხდება – ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ბრძოლა ერთ დღეში ვერ გადაწყდება, უბრალოდ უნდა მოვემზადოთ, თბილად ჩავიცვათ და რაღაცებისთვის მზად უნდა ვიყოთ“
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანი, რომელიც სახლში იმყოფება და იმედგაცრუებულია, „დავარწმუნოთ, რომ ადამიანების გარეშე პროცესი ვერ შედგება“.
„ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან და მეც მათ შორის, მე დედა ვარ და არ შემიძლია, რომ ჩვენი შვილები მივატოვო, ჩვენი შვილები არიან ყველა. შინაგანად დარწმუნებული ვარ, არც ერთს არ გამტყუნებთ იმიტომ, რომ თქვენც გყავთ დედები… აი ეს ახალგაზრდები, რომელთაც არ უნახავთ საბჭოთა კავშირი, ისტორიულად იციან რა ხდებოდა, როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ისევ ამისთვის ვდგავართ დღეს აქ, იმიტომ რომ ფაქტია გვართმევენ…
არ გააკეთოთ ის, რამაც შეიძლება უბრალოდ საშინელება მოახდინოს საქართველოში… გული მაქვს შეძრული, რომ შეიძლება რომელიმემ რომელიმეს [აქციის მონაწილეს] ხელი დააკაროთ, სისხლი და ხორცია თქვენი, არ გააკეთოთ ეგ ამბავი, ხელი არ აიღოთ ამათზე, არ იძალადოთ“, – მიმართა მომღერალმა სამართალდამცველებს.
🔴 თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა საპოლიციო ძალებს🔴 თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა საპოლიციო ძალებს ვიდეო: ანი ქავთარაძე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 25 ნოემბერი, 2024